საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მილოცვა ზურაბ ბუკიას

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლს -ზურაბ ბუკიას წიგნმა „მცენარის სელექციური ჯიში - სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი“ (თბილისი, 2024 წ., გამომცემლობა  ,,მწიგნობარი“) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  მიერ გამოჩენილ აგრარიკოს - მეცნიერთა სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ბატონ ზურაბმა მოიპოვა აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის პრემია.

    მორფოლოგიის ინსტიტუტი და თსუ მედიცინის ფაკულტეტი ულოცავს ბატონ ზურაბს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს ახალ გამარჯვებებს თავის მეცნიერულ მოღვაწეობაში.

    თარიღი: 02/12/2024